წყარო: ვებგვერდი „ეს შენ გეხება”
კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები იწყებენ კამპანიის მეორე ეტაპს, რომელიც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში შეიტანეს საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 35 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აწერს. ცვლილებების მხარდამჭერთა ხელმოწერები გრძელდება.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს შემდეგი საკითხების გადაწყვეტას:
###
არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 2012 წლის 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. აღნიშნული წინადადებები, აგრეთვე, გააცნეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს. საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოს პარლამენტთან ერთი თვის განმავლობაში მომდინარეობდა. “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით 31 მარტს, ხოლო 25 აპრილს მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში განიხილავს. 9 მარტს კამპანიის წევრმა ორგანიზაციებმა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის მანძილზე.