წყარო: ვებგვერდი ‘ეს შენ გეხება’
როგორც საზოგადებისთვის კარგად არის ცნობილი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გამოთქვამენ მზადყოფნას შეთანხმდნენ კამპანია „ეს შენ გეხება”-ს მიერ შემუშავებულ პოლიტიკურ პარტიათა ქცევის წესებზე, რაც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარმართვისთვის.
მმართველი პარტია გამოხატავს მზადყოფნას, გაიზიაროს კამპანია „ეს შენ გეხება”-ს მიერ შემუშავებული ქცევის წესები იმ პირობით, რომ მას დაემატება რამდენიმე საკითხი, რომელიც მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ პრინციპებში იყო ასახული. ძირითადი ოპოზიციური სპექტრი კი, თავის მხრივ, მზად არის გაიზიაროს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ტექსტი იმ პირობით, თუკი, ქცევის წესებში სრულად იქნება ასახულიკამპანიის ფარგლებში მომზადებული წინადადებები.
ვინაიდან, არსებითი მზაობა ძირითადი პოლიტიკური აქტორების მხრიდან არსებობს, ხოლო შეთანხმების ხელმოწერა ვერ ხერხდება ფორმალურ მხარეზე შეუთანხმებლობის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია ჩვენს მიერ შემუშავებულ ტექსტში ავსახოთ დამატებითი პუნქტები და შევთავაზოთ მხარეებს ხელმოსაწერად.
აქვე, არ გამოვრიცხავთ, რომ მხარეების სურვილით ტექსტმა განიცადოს გარკვეული მოდიფიცირება და შეტანილ იქნას ცვლილებები, თუმცა, მნიშვნელოვანია, საბოლოო შეთანხმების მიღწევის პროცესი დაიწყოს დაუყოვნებლივ.
ნახეთ სრული ტექსტი ეს შენ გეხებას ვებგვერდზე.