23 თებერვალს, თბილისის 7 უბანსა და საქართველოს 8 ქალაქში კამპანიის “ეს შენ გეხება” ფარგლებში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს საინფორმაციო მასალები დაურიგეს და მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მათზე არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულმა კანონმდებლობამ.
მოქალაქეებმა ხელი მოაწერეს ასევე პეტიციას, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა 16 თებერვალს გაავრცელეს.
პეტიციაზე ხელმოწერა კვლავ გრძელდება. მსურველებს ხელის მოწერა ელექტრონულადაც შეუძლიათ.
ნახეთ ვიდეო ლიბერალის ვებგვერდზე- თბილისი
ვიდეო ნეტგაზეთის ვებგვერდზე- თბილისი, ქუთაისი, გორი
ნახეთ სხვა ვიდეოები: www.Facebook.com/esshengexeba.