‘თაობები და ღირებულებები’- ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა

16.07.2012

13 ივლისს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა წარმოადგინა ახალი კვლევის “თაობები და ღირებულებები” შედეგები.

კვლევა, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა, ეხება ღირებულებებთან მიმართებაში თაობებს შორის განსხვავების დადგენას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გამოწვევების იდენტიფიკაციას.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა კვლევის ინსტრუმენტებად შეარჩია ორი ღირებულებითი ორიენტაცია – ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი და მატერიალისტური – პოსტ-მატერიალისტური და მათთან დაკავშირებული ღირებულებები. ასევე შეისწავლა ამ ღირებულებებთან დაკავშირებული ფაქტორები, ისეთი როგორიცაა ნდობა სხვების მიმართ, ოპტიმიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა, თვით-შეფასება და სხვა. კვლევის პროცესში ყურადღება დაეთმო თაობათა დამოკიდებულებას დემოკრატიის, პოლიტიკური პროცესების, განათლების, რელიგიის, გენდერული თანასწორობის მიმართ. ასევე გაანალიზდა მათი დამოკიდებულებები უმცირესობების მიმართ.

კვლევის შედეგები ნახეთ პუბლიკაციაში ‘თაობები და ღირებულები’. დოკუმენტი ქართულ და ინგლისურ ენაზეა.

ნახეთ პრეს რელიზი.