‘თარგმანი’- გამოფენა ღია გალერეაში

24.10.2012

 

25 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე,  ‘ღია გალერეა’-ში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით “თარგმანი”. 26 ოქტომბერს, 2 საათზე მოეწყობა შეხვედრა მხატვრებთან, რომლებიც საკუთარ სამხატვრო გამოცდილებაზე მოგვითხრობენ. 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შუა საუკუნეების მინიატურების ასლები პერგამენტზე და ქაღალდზე, დოკუმენტური ფილმი დავით გარეჯის საბერეების ფრესკებზე და ინსტალაცია ბუნებრივი პიგმენტებითა და საღებავებით. 

 

პროექტი „თარგმანი” კულტურული მემკვიდრეობის მხატვრული კვლევაა. „თარგმანის” იდეა სომხური მინიატურების ნახვის შემდეგ გაუჩნდა მხატვარ ნინო სეხნიაშვილს. მან კვლევა დაიწყო მატენადარანში – მესროპ მასშტოცის უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტში ერევანში.  მომდევნო ეტაპზე კი „იმუშავა” ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თბილისში. პროექტი გამოფენითა და მხატვრების საუბრით წარმოგიდგენთ დიალოგს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ხელოვნებას/ხელოვანებს შორის. 

მხატვრები არიან ნინო სეხნიაშვილი, ზაქარია შიოშვილი, ლევან ჭოღოშვილი. ღონისძიებას კურატორობას გაუწევს ლალი პერტენავა. 

გამოფენის გახსნა: 25 ოქტომბერი, 2012 19:00
ღია გალერეა

მხატვრების საუბარი: ნინო სეხნიაშვილი, ზაქარია შიოშვილი, ლევან ჭოღოშვილი
26 ოქტომბერი, 2012 14:00

### 

საკონტაქტო პირი:

ლალი პერტენავა- კურატორი

+595 577 44 10 88

lali@csf.ge