სამშაბათს, 12 ივნისს, 12:00 საათზე ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ.10) სამი არასამთავრობო ორგანიზაცია -“პი-ემ- სი კვლევითი ცენტრი”, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” და „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი” წარმოგიდგენთ თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები: 1) თბილისის ბიუჯეტის დინამიკის ანალიზი 2007 წლიდან დღემდე, 2) თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ანალიზი, 3) ქალაქის დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და უტილიზაცია 2011 წლის პროგრამის მონიტორინგის შედეგები, 4) ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობის მონიტორინგი და 5) სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრიობისა და ეფექტიანობის შეფასება.
პროექტი მიმდინარეობს ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” დაფინანსებით.
პრეზენტაცია ჩატარდება ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში”
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის 10, მე-2 სართულის დარბაზი.