თბილისის მედიაკონფერენცია 2012

12.12.2012

„თბილისის მედიაკონფერენცია 2012″ 7 დეკემბერს მოეწყო.

ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და სახელმწიფო უწყებების 150-მდე წარმომადგენელმა  მიიღო მონაწილეობა.

მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივმა მედიექსპერტებმა ისაუბრეს ოთხ ძირითად თემაზე: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი,  სარეკლამო ბაზარი და ეთიკური ჟურნალისტიკა, არსებული მედიაგარემოს შეფასება და მომავალი განვითარება, ინფორმაციის თავისუფლება.

კონფერენცია ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პირდაპირი ეთერის მაყურებელი 704 ადამიანი იყო.

ვებგვერდი www.MEDIACONFERENCE.ge დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით კონფერენციის თემებისა და მომხსენებლების შესახებ.

ღონისძიებას ორგანიზებას გაუწია კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით.

 

ფოტორეპორტაჟი: