თბილისის მედიაკონფერენცია 2013
თარიღი: 29 ნოემბერი, პარასკევი
დრო: 11-დან 18 საათამდე
ადგილი: განახლებული ფრონტლაინ კლუბი
29 ნოემბერს, პარასკევს, განახლებულ ფრონტალაინ კლუბში გაიმართება თბილისის მედიაკონფერენცია 2013
კონფერენციის მიზანია ქართულ მედიაში არსებული ვითარების განხილვა და განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა.
განსახილვევლ თემებს შორისაა:
კონფერენციის ორგანიზატორები არიან კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.
კონფერენციის დღის წესრიგი და ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქვე, ასევე იხილეთ ვებგვერდზე www.mediaconference.ge
სინქრონული თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე უზრუნველყოფილია.
მისამართი: ფრონტლაინ კლუბი, ლადო ასათიანის (ყოფილი ენგელსი) ქ. N 62
საკონტაქტო პირი: გიორგი კლდიაშვილი.
ტელ: 599 77 01 00 , ელ-ფოსტა: g.kldiashvili@idfi.ge
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო თემა და დაესწარით!
დღის წესრიგი:
11:00 -კონფერენციის გახსნა
პანელი 1: აქვს თუ არა ახალ პოლიტიკურ რეალობას გავლენა მედიაზე: სარედაქციო დამოუკიდებლობა, ჟურნალისტური სტანდარტი, მიუკერძოებლობა, თემების მრავალფეროვნება
მოდერატორი: ხატია ჯინჯიხაძე, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”, მედიის პროგრამის მენეჯერი
რასტო კუჟელი, მედია ექსპერტი, აღმასრულებელი დირექტორი, მემო 98 (სლოვაკეთი)
ტელემედია საქართველოში: ბალანსიდან ხარისხიან ჟურნალისტიკამდე
გიორგი ჯოლოგუა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მედიის კვლევების ხელმძღვანელი
ონლაინ მედიის განვითარების ძირითადი ტენდენციები საქართველოში
11:30 -12:00 – დისკუსია
12:00- 12:15 – შესვენება
12:15 – 13:00 – პანელი 2: მაუწყებლობის რეგულირება, მედიის თვითრეგულირება, ციფრული მაუწყებლობის გამოწვევები, ინფორმაციის თავისუფლება
მოდერატორი: გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დირექტორი.
ეკა ციმაკურიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი
მარეგულირებელი ორგანოს როლი თავისუფალ მედიაგარემოში
უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მედიის და ტელეკომუნიკაციების ექსპერტი, პროექტის კოორდინატორი
ციფრული მაუწყებლობის გამოწვევები საქართველოში
რუსუდან მიხელიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნა
13:00 – 13:45 – დისკუსია
13:45 – 14:45 – სადილი
14:45 – 15:15 – პანელი 3: საზოგადოებრივი მაუწყებელი
მოდერატორი: გოგი გოგსაძე, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, დირექტორი.
ეთერ თურაძე, გაზეთი „ბათუმელები”, მთავარი რედაქტორი
აჭარის ტელევიზია: საკანონმდებლო ცვლილებები და მათი აღსრულება
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი: კრიზისიდან რეფორმამდე
ბაქერ მოინი, ჟურნალისტი, მედიააქსპერტი (დიდი ბრიტანეთი)
საზოგადოებრივი მაუწყებლობის საზოგადოებრივი დანიშნულება
15:15 -16:15 – დისკუსია
16:15 -16:30 – შესვენება
16:30 -17:15 – პანელი 4: მედიის ფინანსური გამჭვირვალობა და სარეკლამო ბაზარი
მოდერატორი: თამარ რუხაძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აღმასრულებელი დირექტორი.
ნათია კუპრაშვილი, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, თავმჯდომარე
კანონით გათვალისწინებული ცვლილებები მედია საშუალებების ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით და მარეგულირებლის როლი
ნიკა გვარამია, ტელეკომპანია რუსთავი 2, გენერალური დირექტორი
ფინანსური გამჭვირვალობა, სარეკლამო შემოსავლები, პერსპექტივები
რატი სხირტლაძე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
მარეგულირებელი კომისიის როლი და ცვლილებები რეალობაში
ქეთევან ბუაძე, სარეკლამო კომპანია “მედია პორტი”
ახალი პოლიტიკური რეალობა და სარეკლამო გარემო
17:15 – 18:00 – დისკუსია
18:00 – კონფერენციის დახურვა