თბილისის მოსახლეობას ბიზნესის დაწყებისა და გაფართოვების შესაძლებლობა ეძლევა

21.01.2010

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ეკონომიკური განვითარების პროგრამა ქალაქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობას აგრძელებს –  მიმდინარეობს ფონდის და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი “დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით”.

პროექტი მოგცემთ შესაძლებობას დაიწყოთ ან გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი.
პროექტი ითვალისწინებს ბიზნესისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენისა და განვითარების მსურველთა ტრენინგს, ბიზნესისათვის საჭირო თანხების მიღებაში მხარდაჭერასა და ბიზნეს-კონსულტაციებს.

დაფინანსდება კომერციულად მომგებიანი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს:
– თბილისის შემოერთებული ტერიტორიებისა და ძველი თბილისის განვითარებას;
– ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;

– ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას;
– ტურიზმის განვითარებას;
– წარმოების განვითარებას;
– საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის თბილისელი მომხმარებლისთვის მიწოდებას. 
პროექტის მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
_ იყოს თბილისში რეგისტრირებული მაცხოვრებელი ან ფლობდეს თბილისში რეგისტრირებულ ბიზნესს;
_ გააჩნდეს საკუთარი კაპიტალი, რათა პროექტი 100%-ით არ იყოს დამოკიდებული საკრედიტო სახსრებზე;
_ შეეძლოს კრედიტის უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს საკუთარი ან მესამე პირის მიერ გაცემული გარანტია.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ ქალაქ თბილისის მერიის ვებ გვერდი .