საქართველო – ზონა ომის გარეშე
2007 წლის სექტემბრიდან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” და “ომი და ბავშვი” კანადის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,საქართველო – ზონა ომის გარეშე”.
პროექტის ფარგლებში ოქტომბრის თვეში ჩამოყალიბდა 12 მოზარდთა კლუბი თბილისში, გორში, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდსა და გალში, სადაც 180 დევნილი ბავშვი ესწრება ტრენინგებს ინგლისურენაში, კომპიუტერულ პროგრამებსა და კონფლიქტოლოგიაში. ოქტომბრის თვეში ყველა კლუბში შეიქმნა განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სექციები, ასევე არჩეულ იქნა კლუბის ლიდერები და სექციების ხელმძღვანელები.
ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობაში სამეგრელოსა და აფხაზეთში
პროექტის ფარგლებში ოქტომბრის თვეში მოზარდთა განვითარების კლუბის 20 მოზარდს ჩაუტარდა ტრენინგები ინგლისურ და რუსულ ენებში, კომპიუტერულ პროგრამებსა და სამოქალაქო განათლებაში.

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.