პარასკევი, 21 დეკემბერი, 2007
საკონტაქტო პირი: ლაურა სილბერი,
ღია საზოგადოების ინსტიტუტი, akrstevski@sorosny.org +1 (212) 548-0311
ნიუ-იორკი – იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მომდევნო თვეში, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” და ღია საზოგადოების ინსტიტუტი არჩევნებამდე ახორციელებენ ქვემოთ მოყვანილ საქმიანობებს.
ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა ითანამშრომლეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განესაზღვრათ, თუ სად იქნებოდა მათი მხარდაჭერა და ჩართულობა სასარგებლო საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” მონაწილეობს ექსპერტთა შეხვედრებში, ორგანიზებული ეუთოსა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ. იგი ასევე მხარს უჭერს ქართული ორგანიზაციების ძალისხმევას, რომლებმაც ადრე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს არჩევნებსა და/ან წინასაარჩევნო პროცესში. ეს ორგანიზაციები განახორციელებენ მთავარ საქმიანობებს წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო არამიზნობრივი გამოყენების, ხმების პარალელული დათვლის, მასს მედიის (დროის დათმობა), საარჩევნო კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო კომისიის საქმიანობისა და სხვა ღონისძიებების მონიტორინგის ჩათვლით. ამგვარ ღონისძიებებს მხარს უჭერენ ასევე სხვა დონორებიც, როგორიცაა ეუთო, ევროპის საბჭო, ევრაზიის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და ახალი თაობა – ახალი ინიციატივა – ეს იმ ორგანიზაციათაგანია, რომლებსაც მხარდაჭერას უცხადებს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.
ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” და ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული სპეციალური პროექტებია:
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – 10,514 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, მათი საარჩევნო დამკვირვებლებისთვის (დაახლოვებით 300-350 კაცი) სხვადასხვა საკითხებზე ტრენინგების ჩატარების მიზნით: საარჩევნო პროცედურები, პრეტენზიები/განცხადებები დარღვევების შესახებ ხმის მიცემის/ბიულეტინის დათვლის პროცესში, აპელაციის მეთოდები, და სხვა.
2. ახალი თაობა – ახალი ინიციატივა – 15,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი, რომლის მიზანია დამკვირვებელთა რიცხვის გაზრდა, რათა უზრუნველყოს საარჩევნო უბნების 50%-ზე მეტის მონიტორინგი.
3. ერთობლივი მედია ცენტრი, რომელიც შეიქმნა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ახალი თაობა – ახალი ინიციატივის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ; ცენტრი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობას, მიაწოდონ ჟურნალისტებს მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგის და დაკვირვების შედეგები წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში და განსაკუთრებით არჩევნების დღეს. ამ სამუშაოსთვის მთლიანად გამოყოფილია 17.100 აშშ დოლარი.
4. ამომრჩეველთა განათლებაზე ორიენტირებული საქმიანობა, რომლის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები უმცირესობების მიერ მათი უფლებების ცოდნა და გამოყენება. ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” ამ საქმიანობაზე გამოყო 17.150 აშშ დოლარი სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისთვის.
5. 10,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გაცემული იქნა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაზე, რათა ამ უკანასკნელმა განახორციელოს ხმების პარალელური დათვლა; საქმიანობა, რომელსაც მხარს უჭეს ევროკომისია.
გარდა ამისა, მედია საბჭო, რომელიც დაფუძნდა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ხელშეწყობით ორი წლის წინ, თანამშრომლობდა ჟურნალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან რეკომენდაციების შექმნაში, რომლებიც ეხება მას მედიაში საპრეზიდენტო კამპანიის გაშუქებისას სათანადო სტანდარტებისა და ეთიკის დაცვის გზებს. საბჭომ გაავრცელა ეს რეკომენდაციები ადგილობრივ და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში.
* * *
ღია საზოგადოების ინსტიტუტი, კერძო, გრანტის გამცემი ფონდი, დაფუძნებული ჯორჯ სოროსის მიერ, ხელს უწყობს აქტიური და ტოლერანტული დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობას, რომელთაA ხელისუფლებაც ანგარიშვალდებულია საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ამ მისიის შესასრულებლად, ღია საზოგადოების ინსტიტუტი ცდილობს, ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ, იურიდიულ და ეკონომიკურ სისტემებში უფრო მეტ სამართლიანობას და ძირითადი უფლებების დაცვას. ღია საზოგადოების ინსტიტუტი მუშაობს 60-ზე მეტ ქვეყანაში ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, შუა აღმოსავლეთში და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.