ინტერესთა კონფლიქტის დეტექტორი- ახალი ვებგვერდი ამუშავდა

04.06.2012

2012 წლის ივნისის თვიდან გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ახალი ვებგვერდი ამუშავდა. ვებგვერდზე არსებული მონაცემთა ბაზა მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფო მოხელეების, მათი კავშირების და ბიზნესების შესახებ. 

ინტერესთა კონფლიქტის დეტექტორი მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული ახალი ხელსაწყოა, რომელიც მასალაზე მუშაობისას ჟურნალისტის დროს და ენერგიის დაზოგავს.  დეტექტორი ყველაზე საინტერესო ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობისას არის. ვებგვერდზე ორიენტაცია მარტივია. ეს ახალი ხელსაწყო ორიგინალური ალგორითმის მეშვეობით მანამდე შეუმჩნეველი სოციალური და ბიზნესკავშირების დადგენის საშუალებას იძლევა. პარასკევს, 1 ივნისს, პროექტის ავტორებმა ჟურნალისტებს ვებგვერდის მოხმარება ასწავლეს. 

რატომ გახდა საჭირო ამ ახალი ვებგვერდის შექმნა, რისთვის არის საჭირო და ვის დაეხმარება მუშაობაში? ნახეთ მოკლე ვიდეო, სადაც ავტორები და ჟურნალისტები ამ ახალი რესურსის მნიშვნელობაზე საუბრობენ: