2 მაისს, პარასკევს, 15:00 საათზე, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში (ჭოველიძის ქ.10) კამპანიის “ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ” ვიდეორგოლების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
კონკურსში 40-მდე ვიდეორგოლი შემოვიდა, რომლებიც ერთმანეთისგან ფორმით და შინაარსით განსხვავდებოდა.
კონკურსის 4 გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, რომელიც კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. შერჩევის პროცესში მოხდება სამი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინება, როგორიცაა რელევანტობა, კრეატიულობა და ხარისხი.
გამარჯვებულებს პრიზი – 500 აშშ დოლარი გადაეცემათ.
###
საკონტაქტო პირი: გვანცა კიკალიშვილი,კამპანია ‘ ეს შენ გეხებას’ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
მობ: 599 799 646, ელ.ფოსტა: gvantsa@csf.ge