16 იანვარს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (მის: ჭოველიძის #10) გაიმართება კვლევის პრეზენტაცია “პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტთა და აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა სოციალური, სამედიცინო და სამართლებრივი მდგომარეობის სოციოლოგიური შესწავლა”.
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კვლევა შეისწავლის, თუ რამდენად არის დაცული პაციენტთა კონფიდენციალობის და ინფორმირებული თანხმობის პრინციპები, ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა.
ღონისძიებას დაესწრებიან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კვლევა მომზადებულია სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ.