23 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას ეხება. აღნიშნული კვლევა განხორციელდა პროექტის „დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა” ფარგლებში.
90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ, რომელთა რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა”.
კვლევაში წარმოდგენილია ამ ცენტრების სარემონტო სამუშაოების ხარისხის შეფასება და გაანალიზებულია რეაბილიტაციის შესახებ დევნილთა ზოგადი მოსაზრებები და დამოკიდებულები. განსაკუთრებული აქცენტია დასავლეთ საქართველოზე, სადაც „მუნიციპალური განვითარების ფონდმა” სარეაბილიტაციო პროექტების დაახლოებით 80 პროცენტი განახორციელა. შედეგები ცხადყოფს, რომ დასავლეთ საქართველოში რიგი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია მაღალი ხარისხით არ შესრულებულა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
გარდა შედეგებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მუნიციპალური განვითარების ფონდს, ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციებსაც სთავაზობს, რაც, ძირითადად, რეაბილიტაციის პროცესის კოორდინაციის, ზედამხედველობის მექანიზმებისა და დევნილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას ეხება.
ნახეთ ვიდეო.