კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ პროკურატურას „მაესტროს“ ანტენებზე ყადაღის მოხსნას სთხოვს

27.07.2012

წყარო: Media.ge

კოალიციამ „მედია ადვოკატირებისთვის” იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ მთავარ პროკურატურას „მაესტროს” კუთვნილი სატელიტური ანტენებისთვის ყადაღის მოხსნის მოთხოვნით 26 ივლისს მიმართა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ „მაესტროს” ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება არღვევს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას და კანონმდებლობის რამდენიმე ნორმას.

კოალიციის წევრმა იურისტმა თამარ კორძაია: „ყადაღის დადებისას აუციელებელია არსებობდეს ბრალდებული, რომელიც ამ საქმეში სახეზე არ არის. ასევე არარელევანტურად არის გამოყენებული „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” 151 მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად ყადაღის დადება ეხება კორუფციული,რეკეტული ან ქურდული სამყაროსწევრის ქონებას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია”.

ნახეთ სტატია სრულად.