1 დეკემბერი, 2011
ტელეკომპანია “მაესტროში” მიმდინარე მოვლენების გამო კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” მოუწოდებს მმართველ კომპანიას და ტელეარხის დამფუძნებლებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ “მაესტროს” სრულფასოვანი მაუწყებლობა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით მათ უნდა დატოვონ შენობა, მისცენ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება და სამართლებრივი დავა გააგრძელონ ისე, რომ არ დაზარალდეს ტელეკომპანია და მისი მაყურებელი.
კოალიცია მზად არის შეასრულოს მედიატორის როლი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.