კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკული საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში

17.10.2011

18 ოქტომბერს, 14:00საათზე, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ”ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი” და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით წარადგენენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშს.

მონიტორინგი 2011 წლის ივნისიდან სექტემბრამდე ხორციელდებოდა. მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა სატელევიზიო მედიის საკითხებზე კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა სამართლებრივი აქტი და გააანალიზა ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სტატისტიკა.

მონიტორინგის ჯგუფმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კომისიის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმების ეფექტიანობას, რეგულირების პროცესის გამჭვირვალობას, კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტს და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების სანქცირების მართლზომიერების საკითხებს.