კონკურსი: ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრის ჩამოყალიბება და საჯარო მოხელეთა ტრენინგი ინფორმაციის ინტერნეტ-გამოქვეყნებაში

20.01.2010

კანონის უზენაესობის და საჯარო ადმინისტრირების  პროგრამა “საქართველოში ელ-გამჭვირვალობის დანერგვის” პროექტის ფარგლებში  აცხადებს კონკურსს:  ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრის ჩამოყალიბება და საჯარო მოხელეთა ტრენინგი ინფორმაციის ინტერნეტ-გამოქვეყნებაში

კონკურსის მიზანი: კონკურსი მიმართულია საქართველოს რომელიმე მცირე ზომის რაიონული ცენტრის  (მოსახლეობით 10-20,000 ფარგლებში) საჯარო დაწესებულების – მაგალითად საჯარო ბიბლოითეკის ან გამგეობის შენობის  ბაზაზე, ინფორმაციის ადგილობრივი ინტერნეტ-ცენტრის გახსნა, რომელიც ქალაქის ან რაიონის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რაიმე გადასახადისა ან მოსაკრებლის გარეშე მიიღოს საჯარო უწყებათა ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია. კონკურსი ასევე ითვალისწინებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციის თავისუფლებაზე პასუხისმგებელი პირების ტრენინგს საჯარო ინფორმაციის ინტერნეტ-გამოქვეყნების უნარ-ჩვევებში.

პროექტი განხორციელდება 1 წლის ვადით, 2008 წლის გაზაფხულიდან. კონკურსის შედეგად შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციას დაევალება ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრის გახსნა, რაც მოიცავს საინფორმაციო ცენტრისათვის გამოყოფილი ოთახის რემონტს, აღჭურვას კომპიუტერული ტექნიკითა და გაყვანილობით (მათ შორის პრინტერით), ინტერნეტის გამოყოფილი ხაზის გაყვანას, 1 წლის განმავლობაში ცენტრის მიმდინარე ხარჯების ანაზღაურებას, ასევე ცენტრის ადმინისტრატორის მომსახურების ანაზღაურებას 1 წლის ვადით; მეორეს მხრივ, შერჩეულმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს ინფორმაციის თავისუფლებისათვის პასუხისმგებელ საჯარო მოხელეთა ტრენინგი (ქვეყნის მასშტაბით), ინფორმაციის ინტერნეტ-გამოქვეყნებაში სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდის სტანდარტული ფორმისა და ინფორმაციის განთავსების პროგრამის გამოყენებით.

კონკურსის ორივე კომპონენტი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ვინაიდან ცენტრის ფუნქციონირება და ტრენინგები ინტერნეტ-გამოქვეყნების უნარ-ჩვევებში ემყარება სპეციალურად შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფას (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ცენტრალური ბაზა და ვებ-საიტის სტანდარტული ფორმა/პროგრამა); შესაბამისად, ტრენინგის მასალები მომზადდება როგორც კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ, ისე “საქართველოში ელ-გამჭვირვალობის დანერგვის” პროექტის საექსპერტო ჯგუფის მიერ.

კონკურსის პირობები:

•1.        ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოსგან” მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15,000 აშშ დოლარს – საინფორმაციო ცენტრის ჩამოყალიბების ნაწილში და 7,200 აშშ დოლარს – ტრენინგების კომპონენტში. პროექტის საერთო ბიუჯეტი შესაძლოა აღემატებოდეს ამ თანხას, თუ არსებობს დაფინანსება სხვა წყაროებიდან. ამ შემთხვევაში განაცხადს უნდა ერთვოდეს დამატებითი ფინანსური წყაროს  დამადასტურებელი დოკუმენტი.

•2.        პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით 3 ეგზემპლარად. (განაცხადის ფორმა იხ. https://csf.ge/?l=1&i=326).

•3.         გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული კომპონენტებისა, იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ  ინფორმაციას:

  • თუ პროექტით გათვალისწინებულია სამუშაო შეხვედრები, სემინარები ან ტრეინინგები, საჭიროა დაკონკრეტდეს თემატიკა და აუდიტორია;
  • აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებას და განმცხადებელს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი თითოეული მხარის უფლება-მოვალეობა.
  • უნდა მიეთითოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და მონაწილეების ბიოგრაფიები (CV), პროექტის განხორციელებისას მათი პასუხისმგებლობებისა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მითითებით;
  • თუ პროექტით გათვალისწინებულია ექპერტების მოწვევა, საჭიროა მიეთითოს მათი ვინაობა, პროფესიული გამოცდილება, რა საკითხებზე იმუშავებენ, რა დროით და ა.შ. ასევე პროექტს უნდა ახლდეს მათგან თანხმობის წერილი;
  • განაცხადს უნდა ერთვოდეს 2 სარეკომენდაციო წერილი.

კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტი შეიძლება წარმოადგინოს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციამ, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს საქართველოს რეგიონებში ან კონკრეტულ რაიონში.

საპროექტო წინადადების წარმოდგენის ბოლოო ვადაა 2007 წლის 14 დეკემბერი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2007 წლის 28 ნოემბრიდან  14  დეკემბრის  17:00 საათამდე.

განაცხადი შემოტანილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით სამ ეგზემპლარად.

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის  ჩატარდება ხუთშაბათობით,  29 ნოემბერს, ასევე 6 და 13 დეკემბერს 16.00 საათზე ფონდის ოფისში, ანდა პროექტის კოორდინატორთან ელ-ფოსტის  მეშვეობით.

მისამართი: თბილისი; ჭოველიძის ქ. #10. ტელ: 25-04-63, 25-05-92 ფაქსი: 29-10-52,

საკონტაქტო პირი:  ელ-გამჭვირვალობის დანერვის პროგრამის კოორდინატორი გიორგი ჯოხაძე, ელ. ფოსტა gjokhadze@csf.ge.