კონკურსი სერვერის ადმინისტრატორის მომსახურებზე

20.01.2010

დამსაქმებელი: ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”

თანამდებობა: სერვერის ადმინისტრატორი (სერვერის მართვის საშუალებით კანდიდატის სამუშაო ადგილიდან ან სახლიდან);

ხანგრძლივობა: 5 თვე (არასრული/სანახევრო განაკვეთი, საჯარო ინფორმაციის ცენტრალური სერვერის გაშვების თარიღიდან);

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: ა/წ 24 ნოემბერი 21.00 სთ.

ფონდი ღია საზოგადოებასაქართველო, კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის პროექტიინტერნეტგამჭვირვალობის დანერგვა საქართველოში  ხორციელდება 2006 წლიდან. პროექტის მიზანს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებისა და მიღების პრაქტიკის დამკვიდრება და ელმმართველობაზე გადასვლის ხელშეწყობა. ამ მიზნების უზრუნველსაყოფად, შემუშავდა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც, სხვა ვალდებულებათა შორის, ითვალისწინებს არსებული საჯარო ინფორმაციის ასახვას და არქივირებას საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ცენტრალულ ბაზაში. ასევე შემუშავდა საჯარო უწყების ვებსაიტის სტანდარტული ფორმა და მინიმალური ტექნიკური პარამეტრები. პროექტის მეორე ფაზაში, რომლის განხორციელება 2008 წელს დაიწყება, დაგეგმილია ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრების აღჭურვა და ფუნქციონირება საქართველოს რაიონებში, რომლებიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას, ყოველგვარი საფასურის გარეშე მოიძიოს და მიიღოს ინტერნეტში განთავსებული საჯარო ინფორმაცია

სამუშაოს აღწერილობა:

  • საჯარო ინფორმაციის ცენტრალური სერვერის და მასზე განთავსებულ მონაცემთა ბაზის/საძიებო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა უწყებებიდან ინფორმაციის მიღება და ინფორმაციის შენახვის მენეჯმენტის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • ქსელის ადმინისტრირების მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინტერნეტში ჩართული პერსონალური კომპიუტერი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის ეფექტური მენეჯმენტი.

ხელშეკრულება გაფორმდება 5 თვით (არასრული/სანახევრო განაკვეთი, საჯარო ინფორმაციის ცენტრალური სერვერის გაშვების თარიღიდან);

თვიური ანაზღაურება: 600 აშშ დოლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გააგზავნოთ  ავტობიოგრაფია შემდეგ მისამართზე gjokhadze@csf.ge, ხოლო გზავნილის სათაურში მიუთითოთ “server admin”.  

განაცხადები მიიღება ა/წ 24 ნოემბრის 21.00 საათამდე.

დამატებითი ინფომრაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს, გიორგი ჯოხაძეს ელ-ფოსტის მისამართზე: gjokhadze@csf.ge.