2015 წლის 2 აპრილს, ხუთშაბათს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში (მის: ჭოველიძის #10) გაიმართება კონსულტაციის დღე. ფონდის პროგრამების მენეჯერები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ.
კონსულტაციები ჩატარდება პროგრამების მიხედვით:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა-12:00 სთ;
ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება-14:00;
მედია-15:00 სთ;
უმაღლესი განათლება – 16:00 სთ;
ადამიანის უფლებები – 17:00 სთ.
ფონდის 2014-2016 წლების სტრატეგია იხილეთ აქ.