კონფერენცია თემაზე: ”საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები

17.09.2012

15 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის კონფერენცია “საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები”.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტერგაციის პერსპექტივების მხარდაჭერაა ხოლო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საკითხი საკვანძოა ამ თვალსაზრისით, კონფერენციაზე მოწვეულ ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, მთავარ ტენდენციებს და კონკრეტულ გამოწვევებს. (გთხოვთ იხილოთ თანდართული პროგრამა).

კონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლების სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თორნიკე გორდაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი.