ლაშა ბუღაძის რადიოგადაცემები „დიალოგი ცენზურაზე“ წიგნად გამოიცა

11.02.2014

ფრონტლაინ კლუბში ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ ” და მწერალმა ლაშა ბუღაძემ საზოგადოებას წიგნად გამოცემული რადიოგადაცემების ციკლი „დიალოგი ცენზურაზე” წარუდგინეს. 

წიგნში გაერთიანებულია 47 გადაცემა, რომელიც 2013 წლის იანვრიდან რადიო „ შოკოლადის” ეთერში (98.5FM) გადიოდა და რომლის წამყვანიც ლაშა ბუღაძე იყო.

ამ პერიოდის განმავლობაში ლაშა ბუღაძის სტუმრები იყვნენ ლიტერატორები, მეცნიერები, ხელოვანები, რომლებიც საუბრობდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ცენზურა და ხელოვნება, ცენზურა და რელიგია, ცენზურის გავლენა ადამიანის ცხოვრება, ცენზურა ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში და სხვა. 

გადაცემა ეხმიანებოდა იმ პერიოდისთვის აქტუალურ თემებს, მაგალითად, 2013 წლის 17 მაისს გადაცემის სტუმარი იყო მაგდა გურული, რომელიც რუსთაველის გამზირის აქციიდან მივიდა პირდაპირ ეთერში. 

რადიოგადაცემების ციკლი ლაშა ბუღაძემ წიგნად გამოსცა, რომელიც თავს უყრის ცენზურის თემის ირგვლივ გაერთიანებულ საუბრებს. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ გიგა ზედანია, რატი ამაღლობელი, თათა ცოფურაშვილი, ვახუშტი მენაბდე, გიგი თევაზე და სხვები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ლაშა ბუღაძის გადაცემის სტუმრები იყვნენ და აღნიშნეს, რომ ცენზურისგან გათავისუფლება მნიშვნელოვანია ყველა საზოგადოებისთვის.

“გადაცემების ციკლის მიზანი იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ ვითარდება კულტურა სხვადასხვა რეჟიმების დროს და როგორ უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების არასწორი ჩარევა კულტურულ ცხოვრებაში” – ამბობს ლაშა ბუღაძე. 

გადაცემა „დიალოგი ცენზურაზე” მზადდებოდა პროექტის ფარგლებში, რომელსაც რადიო „შოკოლადი” და საქართველოს პენ-ცენტრი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ახორციელებდა.

იხილეთ მედია ღონისძიების შესახებ