ლაშა ბუღაძის რადიოგადაცემები „დიალოგი ცენზურაზე“ წიგნად გამოიცა

06.02.2014

7 თებერვალს, პარასკევს, 18  საათზე, ფრონტლაინ კლუბში (მის: ლადო ასათიანის (ყოფილი ენგელსი) ქ.  N 62) ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო ” და მწერალი ლაშა ბუღაძე გამართავენ წიგნად გამოცემული რადიოგადაცემების ციკლის „დიალოგი ცენზურაზე”  პრეზენტაციას.

რადიოგადაცემა გადიოდა რადიო „შოკოლადის” ეთერში (98.5FM) და ერთი წლის მანძილზე მომზადდა 47 გადაცემა. ამ პერიოდის განმავლობაში ლაშა ბუღაძის სტუმრები იყვნენ ლიტერატორები, მეცნიერები, ხელოვანები,  რომლებიც საუბრობდნენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ცენზურა და ხელოვნება, ცენზურა და რელიგია, ცენზურის გავლენა ადამიანის ცხოვრება, ცენზურა ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში და სხვა.

რადიოგადაცემების ციკლი ლაშა ბუღაძემ წიგნად გამოსცა, რომელიც თავს უყრის ცენზურის თემის ირგვლივ გაერთიანებულ საუბრებს.

 

###

საკონტაქტო პირი პრესისთვის:

 გვანცა კიკალიშვილი, მობ: 599 799 646, e-mail: gvantsa@csf.ge

www.csf.ge