ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

10.06.2011

 

ფოტოგამოფენა: ლეიკემიით დაავადებული ბავშვები
ავტორი: ვანდა ხუციანიძე
10-14 ივნისი
ღია გალერეა, ჭოველიძის ქ. 10

10 ივნისს “ღია გალერეა”-ში ვანდა ხუციანიძის ფოტოგამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების პორტრეტები და მათივე მხარდამჭერი საქველმოქმედო აქციის ”1=3” ფარგლებში ტარდება. ღონისძიებაზე განხორციელდა პროექტის “მე მინდა ვიყო” პრეზენტაცია,  მოხსენება გააკეთეს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული ჰემატოლოგიური ცენტრის ექიმებმაც.

საქველმოქმედო აქციის „1=3″ მიზანია , რაც შეიძლება მეტი დონორი მოიზიდოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც პატარებისთვის სისხლს უანგაროდ გაიღებენ. ერთი ადამიანისგან გაღებული სისხლი 3 პატარას გადაესხმევა.

გამოფენის მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”.

აქციის ორგანიზატორი: ფოტოგრაფი ვანდა ხუციანიძე.
აქციის მხარდამჭერები: მოქალაქეთა საქველმოქმედო ჯგუფი, იუმორისტი ნიკა არაბიძე, მხატვარი ზაალ სულაკაური, დიზაინერი ავთო იაკობაშვილი, ფოტოგრაფი გიორგი ბიბილური.