მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, შაბათს, 16:00 საათზე ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” ოფისში პროგრამის “აღმოსავლეთ – აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე” ფარგლებში ტარდება ლექცია ბავშვთა ძალადობის საკითხებზე. ლექციას ატარებს პროფესორი მარგარეტ ლინჩი. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი ინგლისურ ენაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პედაგოგებს, რომლებსაც მენეჯერული თანამდებობა უკავიათ სკოლებში (დირექტორებს, პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლებს და ა.შ.).
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ქართულად იქნება თანმიმდევრული თარგმანი. ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. #10, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” შენობა, მე-2 სართული, საკონფერენციო დარბაზი.
ლექციაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის მისამართზე: .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ნინო კიკნაველიძეს ან თამარ წერეთელს ნომერზე: 225 04 63.