4 თებერვალს ფრონტლაინ კლუბში ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ” და გამომცემლობა დიოგენემ საზოგადოებას მელვინ მენჩერის ქართულად თარგმნილი ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო „ახალი ამბების გაშუქება და წერა” წარუდგინა.
წიგნი განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკის სკოლებისთვის, ასევე მოქმედი ჟურნალისტებისთვის.
სახელმძღვანელოში საუბარია თანამედროვე ჟურნალისტიკის მიდგომების, ძირითადი აკადემიური ცნებების და თეორიების შესახებ. იგი მაქსიმალურად არის ორიენტირებული სტუდენტებზე და ზედმიწევნით ფარავს ყველა იმ საკითხს, რომელიც ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს ახალი ამბების გაშუქების დროს.
აღსანიშნავია, რომ წიგნი ქართული სინამდვილისთვის ბევრ უცხო ტერმინს შეიცავდა. იმის გამო, რომ მსგავსი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე არ არსებობდა, საჭირო გახდა ტერმინების დაზუსტება, რისთვისაც შეიქმნა ექსპერტთა ჯგუფი.
მელვინ მენჩერის ეს წიგნი მსოლფიოს 100-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში გამოიყენება სახელმძღვანელოდ. წიგნი ინგლისურ ენაზე მეთორმეტედ გამოიცა, რაც მეტყველებს მის ხარისხსა და აქტუალურობაზე. წიგნი ქართულად თარგმნა ლაშა გველესიანმა.
წიგნი უსასყიდლოდ გადაეცემა ჟურნალისტიკის ფაკულტეტებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ასევე ბიბლიოთეკებს, რეგიონულ საინფორმაციო ცენტრებს, მულტიმედია განათლების ცენტრს და ა.შ.
იხილეთ მედია ღონისძიების შესახებ:
1 არხი, მოამზე 12 საათზე, 5.02.2014