18 ოქტომბერს ორგანიზაციამ ‘ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის’ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციისთვის, რომელმაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა უნდა გაადვილოს.
ერთი კვირის მანძილზე ორგანიზაციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა 4000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და 23 ოქტომბერს პეტიცია მერიაში დაარეგისტრირეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მერიაში სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მერია მზად არის დაიწყოს ავტობუსების ადაპტირება.
ნახეთ თემა მედიაში:
წყარო: ლიბერალი, 25 ოქტომბერი, 2012
მერია მზადაა ავტობუსების ადაპტირებისთვის
ორგანიზაცია “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” წარმომადგენლები, მერიაში სატრანსპორტო სამსახურის უფროსს, აკაკი ჯოხაძეს შეხვდნენ.
თბილისის მერია მზადაა დაიწყოს 150-ზე მეტი ავტობუსის ადაპტირება. ამ პროცესში თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იქნებიან ჩართულნი. ისინი კონსულტაციას გაუწევენ მერიას და ნახაზებს, რომელთა მიხედვითაც უნდა დამზადდეს პანდუსი, უახლოეს მომავალში წარუდგენენ.
შეგახსენებთ, ამ ორგანიზაციამ ორი დღის წინ თბილისის მერიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეტლისთვის ადაპტირების მოთხოვნით 3000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია შეიტანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირებას ითხოვდნენ.
###
“მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” წელიწადზე მეტია არსებობს. ის ხერხემლის დაზიანების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს. მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრდუნველყოფისათვის. ორგანიზაციის დაფუძნებას ხელი შეუწყო ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ”. ორგანიზაციამ პირველი გრანტი სწორედ ფონდისგან მიიღო.