“მთავრობის 50-დღიანი პროგრამა – ანალიზი, შეფასებები” ითვალისწინებს მთავრობის 50-დღიანი პროგრამის ანალიზს.
საგულისხმოა, რომ ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” შიდა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში 50 დღიანი სამთავრობო პროგრამის გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობის შეფასება შეუძლებელია, თუმცა საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია 50-დღიანი პროგრამის განხორციელების პროცესის ანალიზი და სამოქალაქო
სექტორის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციების წარდგენა
საზოგადოებისა და მთავრობისთვის.
შიდა პროექტი “მთავრობის 50-დღიანი პროგრამა – ანალიზი, შეფასებები” განახორციელა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამამ.
ირინა ლაშხი
კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულების, კოორდინატორი