
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მედია გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს, იურისტებისა და ჟურნალისტებისაგან შემდგარმა ჯგუფმა (ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე, ელისო ჩაფიძე, გიორგი ჩხეიძე, ნინო დანელია) ფონდ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “მედია გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესება” ფარგლებში მოამზადა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მედიაექსპერტებისეული ვერსია ეხება ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, მაუწყებლის შესახებ კანონს და მოიცავს ცვლილებებს რვა საკანონმდებლო აქტში. მედიაექსპერტების მიერ მომზადებული კანონპროექტი 12 ნოემბერს პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
საინიციატივო ჯგუფის წინადადების პარალელურად, იმავე დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განსახილველად შევიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად ცვლილებები შედის მხოლოდ მაუწყებელთა შესახებ კანონში და კრძალავს მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებას 10%-ზე მეტი წილის მფლობელობის შემთხვევაში.
პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი 7 დეკემბერს, პირველი მოსმენით განიხილა, მეორე მოსმენა მომავალი სესიისთვის გადაიდო იმ მოტივით, რომ კანონპროექტში დამატებითი დეტალები უნდა დადგინდეს. კანონპროექტების განხილვის გადადების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლების გამოხმაურება მოჰყვა.
“კანონპროექტის განხილვის პროცესი კონსტრუქციულად დაიწყო. ჩვენი სურვილია ეს პროცესი ასევე გაგრძელდეს. მარტში ველოდით კანონპროექტის განხილვას და ასევე იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც მედია ექსპერტებმა მოამზადეს და პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივით შევიდა. დღეს ჩვენ 
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ელექტრონული მედიის მფლობელთა და მათი ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციის მეტი ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაგარემოს გაჯანსაღებას.
“ეთიკის ქარტიის მხრიდან ამ ინიციატივის მხარდაჭერა იანვრის ბოლოს გამართულ საერთო კრებაზე გადაწყდა”- ამბობს ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
იხ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება.
წაიკითხეთ, უყურეთ, მოისმინეთ, როგორ აშუქებს მედია პრესკონფერენციას.
ნახეთ პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერი.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.