სოციალურად დაუცველ მოზარდთა რეაბილიტაციის, მათთვის პროფესიული ცოდნის შეძენის მეშვეობით ინტერესის გაღვივების და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გამყარების მიზნით, ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამამ დააფინანსა პროექტი – “რისკის ზღვარზე მყოფ მოზარდთა რეაბილიტაცია”.
პროექტის მონაწილეებად მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება “მომავლის სახლის” აღსაზრდელები შეირჩნენ.
ბავშვები უშუალოდ ჩაერთნენ პროექტის ფარგლებში ამუშავებულ სახელოსნოში და პროექტის ავტორის, კახი ერაძის ხელმძღვანელობით, თავად გახდნენ შემოქმედებითი თუ პრაქტიკულ სამუშაოების მონაწილენი – შეისწავლეს თაბაშირზე მუშაობა და დაიწყეს ფიროსმანის ნახატების გმირების ფიგურების დამზადება.
ბავშვების მიერ დამზადებული ფიგურები გამოფენებზე გაიყიდება, ხოლო შემოსული თანხა დაუნაწილდებათ თავად ბავშვებს.
ბავშვები პროექტის დასრულების შემდეგაც აპირებენ მუშაობის გაგრძელებას “მომავლის სახლის” სახელოსნოში.
ნინო კიკნაველიძე
ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
სამოქალაქო განათლებისა და ინტეგრაციის პროგრამა