მოსამართლეთა დანიშვნა, დაწინაურება, მივლინება, რეზერვი და საშტატო რიცხოვნობა- ანგარიშის პრეზენტაცია

28.04.2014

ასოციაციამ ‘საქართველოს მოსამართლეთა ერთობა’ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეხება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების მიმოხილვას, მოსამართლეთა დანიშვნას, დაწინაურებას, მივლინებას, რეზერვსა და საშტატო რიცხოვნების საკითხებს.

ანგარიშის პირველი თავებში გაანალიზებულია საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები, რაც ზემოთ აღნიშნული პროცესის მართვას უკავშირდება. ანგარიში სრულდება რეკომენდაციებით, რომელთა გათვალისწინებაც, ავტორთა თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრის მომენტში.

ასოციაცია ‘საქართველოს მოსამართლეთა ერთობა’ გასულ წელს დაფუძნდა ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით. მოსამართლეების შესახებ ანგარიშიც ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.

‘მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო მხარს უჭერს ესეთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში მიმდინარე სასამართლო სისტემის რეფორმის ახალ ეტაპზე. ეს პროექტი იქნება ერთერთი ნაბიჯი რომ გავზარდოთ მოსამართლეების როლი დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ჩამოყალიბების პროცესში. ახლა უკვე შეუძლიათ მოსამართლეებს გამოთქვან საკუთარი აზრი იუსტიციის საბჭოს სხდომებზე. ისინი ესწრებიან კონფერენციებს, შეხვედრებს, ღიად საუბრობენ თავიანთ მოსაზრებებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სასამართლოს ხელმძღვანელობის მოსაზრებებს ეწინააღმდეგება. ‘ ქეთი ხუციშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ აღმასრულებელი დირექტორი.