
მრგვალი მაგიდის დაწყებამდე გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც უცხოელი სტუმრები მთავრობასთან წინა დღის შეხვედრების შედეგებს შეაჯამებენ და საქართველოს რეფორმებზე ისაუბრებენ.
შეხვედრა საერთაშორისო დელეგაციის ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ტარდება. ვიზიტის მიზანი C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მკურნალობის დაფინანსების შესაძლებლობების, ნარკოკანონმდებლობისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხილვა და რეფორმების შემდგომი მხარდაჭერაა.
საქართველოში იმყოფებიან: შვეიცარიის ექს-პრეზიდენტი რუთ დრეიფუსი, გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი დენიელ ვოლფი.
ვიზიტის ბოლო დღეს სტუმრები პარლამენტის წევრებს შეხვდებიან.
ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ განსაკუთრებთ მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლიდან C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო და სამოქალაქო სექტორში C ჰეპატიტის მკურნალობის ღირებულება 60%-ით გაიაფდა. ეს ნაბიჯი მთელმა მსოფლიომ C ჰეპატიტის მკურნალობის ფასის შესამცირებლად ინოვაციურ მიდგომად აღიარა.
ნახეთ ღონისძიების დღის წესრიგი.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.