მსჯელობა ‘მასთ ქერის’ პრაქტიკულად ამოქმედებაზე

30.07.2012

 

 

დღეს, 30 ივლისს მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტის- ე.წ ‘მასთ ქერის’ პრინციპის პრაქტიკულად განხორციელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის, საკაბელო ოპერატორების, მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრა კოალიციის  ‘მედიის ადვოკატირებისათვის’ ორგანიზებით გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ “”მასთ ქერის” პრინციპი ამომრჩევლის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხება,  საარჩევნოდ პლურალისტური მედიაგარემოს ჩამოსაყალიბებლად მისი განხორციელება მაინც მნიშვნელოვანია.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა განიხილეს კომისიის მიერ მედიამონიტორინგის განხორციელების მექანიზმები.

შეხვედრაზე შეთანხმების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს.

 

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ მედია:

Must Carry-ს შესახებ დისკუსია კანონის ძალაში შესვლამდე– Media.ge, 30 ივლისი, ავტორი: ნატა ძველიშვილი

კითხვები GNCC-ის მიერ მედია მონიტორინგის ჩატარებასთან დაკავშირებით-Media.ge, 30 ივლისი, ავტორი: ნატა ძველიშვილი

Must Carry – თავსატეხი საკაბელო და სატელიტური ოპერატორებისთვის-ნეტგაზეთი, 30 ივლისი, ავტორი: თაზო კუპრეიშვილი

 

ტვ მაესტრო

 

მეცხრე არხი