მშვიდობის გზავნილი საქართველოს მოივლის

27.01.2010

 

კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის

  COALITION FOR IDP’s RIGHTS

 

 

აქციის განხორციელებაში კოალიციას ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, “ქაუნთერფართ ინტერნეიშენალი”, “მშვიდობის სახლი”, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, აფხაზეთის მთავრობა და ტურისტული კომპანია “თებულოტური” ეხმარებიან.

“მშვიდობის ექსპრესი” მოივლის დევნილთა კომპაქტურ ცენტრებს სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში. აქციის ფარგლებში ბავშვებისათვის ნაჩვენები იქნება ქართული მულტიპლიკაციური ფილმები, მოეწყობა კარაოკე-კონკურსები, აქციები “ჩვენ ვხატავთ მშვიდობას” და “მშვიდობის გზავნილი” საჰაერო ბუშტებით ენგურის ხიდთან და ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთთან. თოვლის პაპა ბავშვებს გადასცემს საახალწლო საჩუქრებს, ხოლო ამერიკული ორგანიზაცია “ქაუნტერფართის” მხარდაჭერით, დევნილებს გადაეცემათ ტანისამოსი.

“მშვიდობის ექსპრესი” სტარტს აიღებს 13 იანვარს დილის 9.00 საათზე ვარდების მოედანზე, სადაც აქციის “ჩვენ ვხატავთ მშვიდობას” ფარგლებში დევნილი ბავშვები მშვიდობის გზავნილებს დახატავენ. ვარდების მოედნიდან “მშვიდობის ექსპრესი” გაემგზავრება ქვემო ქართლში.

აქცია დასრულდება 17 იანვარს ქ. გორში, სადაც თეატრის წინ, მოედანზე 17.00 სთ-ზე კონცერტი გაიმართება. 

 

აქციის მარშრუტი:

 

13 იანვარი: გარდაბანი, კოდა, შაუმიანი;
15 იანვარი: წყალტუბო, ზუგდიდი;
16 იანვარი: წინამძღვრიანთკარი, საგურამო, წილკანი;
17 იანვარი: გორი.

 

თბილისი, 0177, ვაჟა-ფშაველას გამზ. 43/1; ოთახი 15,16,17
43/1 Vaja-Pshavela ave, 0177, Tbilisi, Georgia

ტელ/Tel: (99532) 32-36-42, (99590) 92-04-93
ფაქსი/Fax: 32-36-42
http: http://www.idp.ge/;  E-mail: info@idp.ge

თინიკო ბოლქვაძე
ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამა