მწერლები ადამიანის უფლებებისთვის

16.10.2013

 

„მწერლები ადამიანის უფლებებისთვის”- ასე ჰქვია პროექტს, რომლის განხორციელება ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ინიციატივითა და მხარდაჭერით დაიწყო.

პროექტის მიზანია, პაციენტის უფლებების პოპულარიზაცია და მათი პრობლემების საზოგადოებამდე მიტანა ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით.

ცხრა თანამედროვე ქართველი მწერალი დაწერს მოთხრობებს პალიატიურ მზრუნველობაზე, აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტზე, აუტიზმზე, დაუნის სინდრომზე, წამალდამოკიდებულ ადამიანებზე, შეზღუდული შესაძლებლობების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებზე. ამ თემების მხატვრული ილუსტრირება ხელს შეუწყობს არსებული სტიგმის შემცირებას და თემების წინ წამოწევას. მოთხრობები ერთ კრებულად გამოიცემა, რომლის პრეზენტაციაც კითხვის (Reading) მეთოდით 2013 წლის დეკემბრის თვეში მოეწყობა.

მწერლების, თავად პაციენტების და უფლებათა დამცველების პირველი შეხვედრა 2-4 ოქტომბერს სტეფანწმინდაში, სასტუმრო „რუმს ყაზბეგში” (Rooms Kazbegi) გაიმართა.

სასტუმრო “Rooms Kazbeg” -მა უსასყიდლოდ უმასპინძლა შეხვედრას, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’, ქართველი მწერლების და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისი უფლებების დაცვასაც ეს პროექტი ემსახურება.

ნახეთ იმედის ‘ქრონიკის’ სიუჟეტი ‘შემოდგომის ყაზბეგის ლიტერატურული სესია’