ნარკოპოლიტიკა და C ჰეპატიტის გავრცელების შემცირება საქართველოში

25.04.2014

ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და C ჰეპატიტის გავრცელების შემცირებაზე მსჯელობდნენ 24 აპრილს გამართულ მრგვალ მაგიდაზე ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები,  საქართველოს ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მრგვალი მაგიდა გახსნეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ბ-ნმა დავით სერგეენკომ და სასჯელაღსრულების მინისტრმა ბ-ნმა სოზარ სუბარმა. 

მრგვალი მაგიდის დაწყებამდე გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც უცხოელმა სტუმრებმა მთავრობასთან წინა დღის შეხვედრების შედეგები შეაჯამეს და საქართველოს რეფორმებზე ისაუბრეს.

შეხვედრა საერთაშორისო დელეგაციის ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.  ვიზიტის მიზანი C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მკურნალობის დაფინანსების შესაძლებლობების, ნარკოკანონმდებლობისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხილვა და რეფორმების შემდგომი მხარდაჭერაა.

საქართველოში იმყოფებიან:  შვეიცარიის ექს-პრეზიდენტი რუთ დრეიფუსი, გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი დენიელ ვოლფი.

ვიზიტის ბოლო დღეს სტუმრები პარლამენტის წევრებს შეხვდებიან. 

ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ განსაკუთრებთ მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლიდან C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო და სამოქალაქო სექტორში C ჰეპატიტის მკურნალობის ღირებულება 60%-ით გაიაფდა. ეს ნაბიჯი მთელმა მსოფლიომ C ჰეპატიტის მკურნალობის ფასის შესამცირებლად ინოვაციურ მიდგომად აღიარა.

###

მედია შეხვედრის შესახებ:

ტვ ტაბულა

ტვ მაესტრო

სასჯელაღსრულების სამინისტრო ახალ ანტინარკოტიკულ სტრატეგიას აამოქმედებს– Medianews.ge, 24 აპრილი, 2014.

ანტინარკოტიკული სტრატეგიის შემუშავებაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან– Interpressnews.ge, 24 აპრილი, 2014.

ანტინარკოტიკული სტრატეგიის შემუშავებაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია იმ საქმეში რასაც სახელმწიფო ანტინარკოტიკული სტრატეგიის შემუშავება ჰქვია , – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრებთან შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა.

“ეს არის ფართომასშტაბის ღონისძიება, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ მოიცავს ბევრად უფრო დიდი მოცულობის სამუშაოს. ამ სტრატეგიის შემუშავებაში ჩვენ დაგვეხმარებიან ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი გამოცდილების მქონე როგორც კონკრეტული სპეციალისტები ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. დღევანდელი კონფერენცია არის სწორედ ამისადმი მიძღვნილი, რომ გავიზიაროთ მათი გამოცდილება და გამოვიყენოთ კონკრეტულად იმ სტრატეგიის შემუშავებაში, რომელზეც მუშაობს მთავრობა”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” თემაზე – “ანტინარკოტიკული პოლიტიკა და C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში” მრგვალი მაგიდა იმართება. შეხვედრა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნეს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ნარკოპილიტიკის გლობალური კომისიის წევრები, საქართველოს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.