ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები საქართველოს ეწვივნენ

22.04.2014

 

22 აპრილს საქართველოს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მკურნალობის დაფინანსების შესაძლებლობების, ნარკოკანონმდებლობისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხილვა და რეფორმების შემდგომი მხარდაჭერაა. 

შვეიცარიის ექსპრეზიდენტი რუთ დრეიფუსი, გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი, აშშ, სიეტლის პოლიციის ყოფილი დირექტორი ჯიმ კუგელი და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი დენიელ ვოლფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

23 აპრილს, ოთხშაბათს გაიმართება შეხვედრები პრემიერ მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და სასჯელაღსრულების მინისტრთან.

24 აპრილს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ (თავისუფლების მოედ. 4) დელეგაციის წარმომადგენლები გამართავენ პრესკონფერენციას, სადაც მთავრობასთან შეხვედრის შედეგებს მოახსენებენ და ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე ისაუბრებენ. პრესკონფერენციის შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა, რომელსაც გახსნიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ბ-ნი დავით სერგეენკო და სასჯელაღსრულების მინისტრი ბ-ნი სოზარ სუბარი.

სტუმრები საქართველოს 26 აპრილს დატოვებენ. ბოლო დღეს დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის წევრებთან.

### 

ნარკოპოლიტიკის თემაზე მომუშავე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ განსაკუთრებთ მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლიდან C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო და სამოქალაქო სექტორში C ჰეპატიტის მკურნალობის ღირებულება 60%-ით გაიაფდა. ეს ნაბიჯი მთელმა მსოფლიომ C ჰეპატიტის მკურნალობის ფასის შესამცირებლად ინოვაციურ მიდგომად აღიარა.

 

საკონტაქტო პირები პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’, მობ: 595 221 999, ელ.ფოსტა:Anuka@csf.ge

პაატა საბელაშვილი, ზიანის შემცირების ეროვნული ქსელი, მობ: 593 23 23 75, ელ.ფოსტა:psabelashvili@hrn.ge

 

დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში, სიუჟეტები თბილისის აეროპორტიდან: რუსთავი 2, მაესტრო, იმედი, ტვ3, პირველი არხი. 

რუსთავი 2,