ნაშრომის პრეზენტაცია-გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის განხორციელება საქართველოში

13.09.2010

14 სექტემბერს, სამშაბათს, 15:00საათზე ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” ოფისში (მისამართი: ყიფშიძის ქ. 49ა) გაიმართება ანალიტიკური ნაშრომის პრეზენტაცია “გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის განხორციელება საქართველოში- არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.”

პროექტი ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.