17 იანვარს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის წიგნის ”ომი, სამართალი, მშვიდობა” პრეზენტაცია.
წიგნი 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას ეხება და მასში მოცემულია დევნილთა ისტორიები, მიმოხილულია საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ნორმები ომის დროს და შემდგომ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებისა და სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ. პუბლიკაციაში ასევე შესულია ის საქმეები, რომელსაც ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი” აწარმოებს საქართველოს სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. წიგნი გამოიცა ფონდის ”ღია საზოგადოება-საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით.