8 ოქტომბერს, მთელ მსოფლიოში პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველო წელს მეორედ ჩაერთო ამ საერთაშორისო ინიციატივაში და ფონდის მხარდაჭერით, თბილისში არსებული სამი ჰორსპისი (ფერისცვალების დედათა მონასტერი, ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე არსებული ორი ჰორსპისი) ამ დღეს აღნიშნავს.
ღონისძიებას დაესწრებიან პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები, სამედიცინო საზოგადოება, მომვლელი პერსონალი, წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ის დონორები, რომლებიც გასული წლის 9 ოქტომბერს საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთნენ და თავიანთი წვლილი შეიტანეს ჰოსპისების განვითარებაში.
ღონისძიებაზე გაიხსნება სამადლობელი სტენდი (დაფა), რომელზეც დონორთა სახელებია დატანილი. დასახელდებიან და დაჯილდოვდებიან მომვლელები, რომლებიც წლების განმავლობაში უანგაროდ და ერთგულად ზრუნავენ განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე.
ინფორმაციისათვის გასულ წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ…