მასწავლებელთათვის საჭირო მეთოდური ლიტერატურის ნაკლებობამ, ასევე „ჯანმრთელობის სამართლის”, როგორც ცალკე სასწავლო დიციპლინის არარსებობამ განაპირობა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” და ღია საზოგადოების ინსტიტუტის გადაწყვეტილება ჩამოყალიბებულიყო „ჯანდაცვის სამართლის” კურიკულუმი. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფონდის “კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის”პროექტის ფარგლებში 2007 წლიდან დაწყებულია მუშაობა აღნიშნულ კურიკულუმზე, რაც განკუთვნილი იქნება იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტებისათვის.
პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების და პროექტის ხელმძღვანელის – ნინო კიკნაძის მიერ მომზადდა “ჯანდაცვის სამართლის” კურიკულუმის პირველი ნაწილი, რომელიც მოიცავს მასალას ადამიანის უფლებების, პაციენტის და ექიმის უფლებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის ფინანსირების და მედია კომუნიკაციის შესახებ. ასევე, კურიკულუმში შესულია საკითხები სტიგმისა და სოციალური უმცირესობების ჯანმრთელობის და მათი უფლებების შესახებ. “კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” პროექტი დღესაც განაგრძობს მუშაობას “ჯანდაცვის სამართლის” კურიკულუმის დასახვეწად.