ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით და საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ორგანიზებით 20 წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეკრება გაიმართა.
ღონისძიება „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საქართველოში კვლევის შედეგად მიღებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად” პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია, განავითაროს არასამთავრობო ორგანიზაციების უნარი, მთავრობისათვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში მტკიცებულებების მიწოდების კუთხით.
კურსის მოდული ორი ნაწილისაგან შედგება:
1.თეორიული ხასიათის ტრენინგი მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის საკითხებში; მასმედიის გავლენაზე საკითხების ადვოკატირებაში; საჯარო პოლიტიკასა და ბიუჯეტურ ციკლზე და გადაწყვეტილების მიღების ფორმალური ჩარჩოების შესახებ.
2. კურსის მეორე ნაწილი ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირების საკითხების უფრო ფართო და ინტერაქტიულ განხილვას მიეძღვნა. სესიის განმავლობაში ჩატარებულმა ჯგუფურმა მსჯელობამ და გუნდურმა პრეზენტაციებმა მონაწილეებს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების და პოლიტიკის შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობის უნარების დემონსტრირების შესაძლებლობა მისცა.
პროექტის ფარგლებში შექმნილ ალიანსში შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გაერთიანებულნი:
Georgian Young Lawyer’s Association (GYLA), Transparency International Georgia, Open Society Georgia Foundation (Soros Foundation national chapter), Association of Young Economists of Georgia (AYEG), Economic Policy Research Centre, Georgian Association for Mental Health (GAMH), Mental Health Coalition, Scientific Research Institute of Psychiatry, UK-Georgia Professional Network, The Georgian Association for Psychosocial Aid “Ndoba”, Association of People in Need of Special Care (APNSC), Association “Anti-stigma”.
ნინო კიკნაძე
კანონის, მედიის და ჯანმრთელობის პროგრამა