ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. დღეს 60-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარია. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა.
ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველ დღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა — ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი.
საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით! საქართველო არ გახდება რუსეთი!
საჭიროა მტკიცე და ერთიანი პასუხი რეპრესიებზე. დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას და სოლიდარობას გვიცხადებს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ერთმანეთის გვერდით დგომა, მოქმედება და პროტესტი.
ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ — და ამ ბრძოლაში ერთად უნდა გავიმარჯვოთ!
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.