პრეზიდენტთან გამართულ საკონსულტაციო შეხვედრას ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ წარმომადგენელი ესწრებოდა

23.10.2015

 

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას 
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი ესწრებოდა.

მისი შეფასებით “პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სწორედ ის არის, რაც უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა პოლიტიკური დაძაბულობის დროს. ის უნდა შეხვდეს ყველა აქტორს, რადგან პრეზიდენტი კონსტიტუციურობის და სტაბილურობის გარანტია საქართველოში. იმედი მაქვს, ამ ინიციატივას ყველა პოლიტიკური ძალა აყვება, რომ პროცესები ქუჩებიდან დავაბრუნოთ ისევ ცოცხალ დისკუსიებში, თუნდაც სასამართლოში. მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა არ გადაიზარდოს მორიგ პოლიტიკურ და სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც საქართველოსთვის მართლაც ძალიან საშიში იქნება” – განაცხადა ხუციშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს”, ”ევრაზიის ფონდის”, ”ბიოლის ფონდის”, “ადენაუერის ფონდის”, NIMD-ის, NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლები, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები.

პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე 

რუსთავი 2– ვიდეო

პრეზიდენტმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გამართა

 

ქეთი ხუციშვილიპრეზიდენტი უნდა შეხვდეს ყველა აქტორს, რადგან პრეზიდენტი კონსტიტუციურობის და სტაბილურობის გარანტია საქართველოში- Interpressnews.ge

კონსულტაციები არის ის, რასაც უნდა მიმართოს პრეზიდენტმა პოლიტიკური დაძაბულობის დროს, – ამის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილთან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფონდღია საზოგადოებასაქართველოსდირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განუცხადა.
ქეთი ხუციშვილი საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან კონსულტაციების გამართვის ინიციატივას იწონებს და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული დიალოგი შექმნის პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნების წინაპირობას. 

პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სწორედ ის არის, რაც უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა პოლიტიკური დაძაბულობის დროს. ის უნდა შეხვდეს ყველა აქტორს, რადგან პრეზიდენტი კონსტიტუციურობის და სტაბილურობის გარანტია საქართველოში. იმედი მაქვს, ამ ინიციატივას ყველა პოლიტიკური ძალა აყვება, რომ პროცესები ქუჩებიდან დავაბრუნოთ ისევ ცოცხალ დისკუსიებში, თუნდაც სასამართლოში. მნიშვნელოვანია, რომ დაძაბულობა არ გადაიზარდოს მორიგ პოლიტიკურ და სამოქალაქო დაპირისპირებაში, რაც საქართველოსთვის მართლაც ძალიან საშიში იქნება“, – განაცხადა ხუციშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაში  მონაწილეობენ  ფონდიღია საზოგადოება საქართველოს”, ”ევრაზიის ფონდის”, ”ბიოლის ფონდის”, ”ადენაუერის ფონდის”, NIMD-ის, NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლები, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები.