”პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრები”-სტუდია ”მონიტორი”-ს ჟურნალისტური გამოძიება

30.07.2010

29 ივლისს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” სააქტო დარბაზში სტუდია “მონიტორი”-ს ჟურნალისტური გამოძიების „პრეზიდენტის „სიმბოლური” საჩუქრები” ჩვენება გაიმართა. ჟურნალისტური გამოძიება  ეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სახელმწიფო ქონების განაწილებას.

სტუდია “მონიტორი”-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით, პრეზიდენტმა ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონება გასცა პირდაპირი განკარგვის წესით.

ფილმში საუბარია კონკრეტულ პირებზე, რომელთაც პრეზიდენტმა სახელმწიფო საკუთრება სიმბოლურ ან მიზერულ ფასად გადასცა.

ნახეთ ფილმი.

 

 

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.