მედია მაცნე: #013
პრეს კონფერენცია თემაზე
მედია გამჭვირვალობისათვის მომზადებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა
ადგილი: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, თამარ მეფის დარბაზი, რუსთაველის გამზ. #13
თარიღი: 21 მარტი, ორშაბათი
დრო: 16:00სთ
ორშაბათს, 21 მარტს, 16:00სთ-ზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები პარლამენტს მიმართავენ, დააჩქაროს მედია-გამჭვირვალობისათვის მომზადებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა.
ღონისძიებაზე განცხადებებს გააკეთებენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე და კანონპროექტის ავტორები.
ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”.
ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ანა ტოკლიკიშვილი
ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველო“
ტელ: +995 95 221 999
ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge
www.csf.ge