წყარო: Media.ge
21 მარტს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” ინიციატივით გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება პარლამენტს მიმართეს, რომ დააჩქარონ მედიაგამჭვირთავლობისთვის მომზადებული კანონპროექტთა პაკეტის განხილვა. მიმართვას შეუერთდნენ “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია”, “რეგიონალურ რადიოსადგურთა ქსელი” და სხვა მედია ორგანიზაციები.