რამდენად შეასრულა საქართველომ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები?!

22.10.2013

 

გასავრცელებლად

 

23 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 15 საათზე სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ (თავისუფლების მოედ. 4) საქართველოს და სომხეთის ღია საზოგადოების ფონდები წარადგენენ მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც აფასებს ბოლო წლის მანძილზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს და არსებულ გამოწვევებს.

ანგარიში ‘აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის შესრულება’ მოიცავს მონიტორინგის შედეგებს სომხეთსა და საქართველოზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა საქართველომ 2012 წლის მაისში მიიღო. დოკუმენტი მოიცავს იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად ვალდებულებებზე, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკით გათვალისწინებული. შეფასებულია შვიდი სფერო:1. საარჩევნო გარემო; 2. მედიის თავისუფლების ხარისხი; 3. საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; 4. კიბერუსაფრთხოება; 5. რეგიონალურ თვითმმართველობა; 6. ანტიკორუფციული რეფორმები და 7. სასამართლო რეფორმა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები სომხეთიდან, რომლებიც ისაუბრებენ ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც სომხეთის რესპუბლიკა აღმოჩნდა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში ბატონი ალექსი პეტრიაშვილი და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის რუსეთთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალურ აზიის, რეგიონალური თანამშრომლობის და ეუთოს დეპარტამენტის დირექტორი გუნარ ვიგანდი.

                                                                                                                          ###

საკონტაქტო პირი პრესისთვის:

ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’, ტელ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge
www.csf.ge