გამოფენაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს მედია – პორტალ Media.ge-ის, სარეკლამო სააგენტო “რეგიონმედიამარკეტის”, სარეკლამო კომპანია betterfly-ის და კვლევითი კომპანია TNS-ის წარმომადგენლებმა.
მათ საზოგადოებას გააცნეს მედია რუკა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოში მოქმედი ყველა მედიასაშუალების შესახებ, ასევე ისაუბრეს რადიო ბაზრის ექვსთვიანი კვლევისა და რეგიონულ მედიასთან ბიზნესის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითების შესახებ. კომპანია betterfly-იმ კი კონკრეტული სარეკლამო პაკეტები შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას.
„რეგიონული მედიის სარეკლამო გამოფენა” უკვე მეორედ კავკასიის უნივერსიტეტისა და “ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანია რეგიონული მედიისა და ბიზნესის დაახლოება.
იხილეთ ფოტოგალერეა Flickr -ზე …
მედია ღონისძიების შესახებ…
რუსთავი 2, კურიერი 12:00 საათზე, 25 დეკემბერი, 2013;
მაესტრო, ახალი ამბები 10:00 საათზე, 25 დეკემბერი, 2013;
„მაესტრო 24″, ახალი ამბები 12:00 საათზე, 25 დეკემბერი, 2013;
Media.ge – რეგიონულე მედიის სარეკლამო გამოფენა, ავტორი: ხატია ლომიძე, 25 დეკემბერი, 2013.